TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჰიულმანდი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში რჩება

იუვენტუსი სპორტინგის ნახევარმცველის მორტენ ჰიულმანდის ტრანსფერზე მუშაობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განაახლებს.

ტურინული გრანდი 26 წლის ნახევარმცველის გაფორმებას გასულ კვირებში ცდილობდა, თუმცა პორტუგალიელებმა შუა სეზონში კაპიტანის გაყიდვაზე უარი თქვეს.

SportItalia-ს ინფორმაციით, იუვე დანიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არ კარგავს და მის გაფორმებას სეზონის ბოლოს კიდევ ერთხელ ეცდება. ნებისმიერ მსურველს მისი გამოსყიდვა 45 მილიონად შეეძლება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !