კალულუ:“ ჩვენ ერთად თამაშით უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ“
პიერ კალულუმ პარმასთან მატჩი შეაფასა.
„ყველაზე ლამაზი იუვენტუსი ბოლო წლებში ? დიახ, ჩვენ კარგად ვთამაშობთ და სიამოვნებას ვიღებთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასურველ შედეგს ვაღწევთ, მაგრამ ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.
„იდეალური პოზიცია ჩემთვის ? დიახ, ამ პოზიციაზე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, რადგან მე მოძრაობის და გადაწყვეტილების თავისუფლება მაქვს. რა თქმა უნდა, მე მწვრთნელისგან პირდაპირი დავალებები მაქვს, მაგრამ როდესაც სივრცეს ვხედავ, მისი გამოყენება შემიძლია.
„სპალეტის საუკეთესო თვისება ? ვფიქრობ, ლუჩიანოს მოსვლის შემდეგ თითოეული ჩვენგანი მოედანზე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, ჩვენ ვთამაშობთ პოზიციებზე, რომლებიც ჩვენთვის ნაცნობი და მისაღებია, შესაბამისად თავის საუკეთესოდ წარმოჩენას ვახერხებთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
