TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ალბანეზე:“ იუვენტუსი კოპმეიენრსის თაობაზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებს“

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში იუვენტუსსა და ატალანტას შორის ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყება.

წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდს ნიდერლანდელი ფეხბურთელის თაობაზე ლა დეასთან საერთო ენის უმოკლეს დროში გამონახვა და ტრანსფერის 20 ივლისამდე დახურვა სურს, როდესაც გუნდი გერმანიაში გაემგზავრება.

კოპმეიენრსსა და იუვენტუსს შორის 5-წლიანი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო სეზონში 4.5 მილიონი ევრო იქნება.