TuttoJuve

Juve per sempre sarà

არაბული გუნდები სულესთვის იბრძოლებენ

მატიას სულეს მსურველთა სია დღითი დღე იზრდება და ამჯერად არგენტინელი ტალანტის გაფორმების სურვილი არაბულმა გუნდებმა დააფიქსირეს.

წყაროს ცნობით, არაბებს სულეს სანაცვლოდ მოთხოვნილი 35 მილიონი ევროს გადახდა არ გაუჭირდებათ, მაგრამ პრობლემა თავად ფეხბურთელის სურვილია, ვისაც ევროპის დატოვება არ უნდა და კარიერის ერთ-ერთ წამყვან ჩემპიონატში გაგრძელება სურს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის სულესთვის ტრანსფერში რომა და ლესტერი გამოკვეთილი ფავორიტები არიან, ორივე გუნდს ფეხბურთელისგან თანხმობა მიღებული აქვს და ახლა საერთო ენის გამონახვას უშუალოდ იუვენტუსთან ცდილობენ.

32 views
error: დაცული კონტენტი !