TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტაკინარდი:“ იუვენტუსმა სპალეტის კონტრაქტი დაუყოვნებლივ უნდა გაუხანგრძლივოს“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ტურინულ გრანდს ლუჩიანო სპალეტისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებისკენ მოუწოდა.

„ლუჩიანო სპალეტიმ იუვენტუსის მენტალიტეტი შეცვალა, მწვრთნელი გუნდისგან შემტევ, დომინანტურ, ხარისხიან ფეხბურთს ელოდება.

„ვფიქრობ, ყველაფერი ბოლონიასთან მატჩში შეიცვალა, რთულ მეტოქესთან, რომელშიც იუვენტუსმა თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და საკუთარი ძალების ირწმუნა. სპალეტიმ გუნდს თავდაჯერებულობა დაუბრუნა, რაც როგორც ბენფიკასთან, ასევე ნაპოლისთან მატჩებში ძალიან კარგად გამოჩნდა.

„იუვენტუსმა სპალეტისთან ახალი, ხანგრძლივი კონტრაქტი დაუყოვნებლივ უნდა გააფორმოს. ის არის მწვრთნელი, რომელსაც გუნდთან ერთად ახალი ციკლის დაწყება შუძლია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !