TuttoJuve

Juve per sempre sarà

ოტოლინიმ სპალეტისთან სატრანსფერო გეგმების თაობაზე შეხვედრა გამართა

იუვენტუსის ახალი სპორტული დირექტორი მარკო ოტოლინი ლუჩიანო სპალეტის შეხვდა და მხარეებმა ზამთრის სატრანსფერო გეგმები განიხილეს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, სპალეტიმ პირველ რიგში რეჯისტას გაფორმება ითხოვა, რომელიც ან ლოკატელის შეუწყვილდება, ან სასტარტოში მისი კონკურენტი იქნება.

სპალეტის იანვარში სურს შეტევის ხაზის გაძლიერებაც. ლუჩიანოს ცენტრ-ფორვარდის გაფორმება უნდა, რომელსაც პარალელურად ფლანგებზე თამაში და სივრცეების გამოყენება შეეძლება.

შესაბამისი შესაძლებლობის წარმოქმნის შემთხვევაში, იუვენტუსი ეცდება მარჯვენა ვინგერის გაფორმებასაც, რომელსაც სიღრმეში თამაში შეეძლება და სპალეტის სხვადასხვა ტაქტიკური მანევრის შესრულების შესაძლებლობას მისცემს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !