ახალი სახელი იუვენტუსის სპორტული დირექტორის პოზიციაზე
დამიენ კომოლი სპორტული დირექტორის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის სიაში ახალი სახელი გამოჩნდა.
სანამ მარკო ოტოლინი ბიანკონერის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია, კომოლი ალტერნატიული ვარიანტების ძებნას აგრძელებს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ჯეიმს გროუ გახლავთ, ახალგაზრდა ინგლისელი სპეციალისტი, ვისთან ერთადაც კომოლი ლივერპულში მუშაობდა.
ჯეიმსს სპორტული დირექტორის პოზიციაზე მუშაობის 4-წლიანი გამოცდილება აქვს. ის ჯერ ალ-ჯაზირას რიგებში მუშაობდა, შემდეგ კი დანიური ალბორგის სპორტული დირექტორი გახლდათ. ის, როგორც კომოლი, გადაწყვეტილებების დროს სტატისტიკასა და მონაცემებს ეყრდნობა, რაც გუნდის ახალ ხედვას ემთხვევა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
