TuttoJuve

Juve per sempre sarà

მოჯი:“ ილდისი შეუცვლელი არ არის, სპალეტი დიდებული მწვრთნელია“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„იუვენტუსის პოზიტიური სვლა ? ვფიქრობ, უდინეზესთან გამარჯვების აღნიშვნა ისე, თითქოს ევროპული ტიტული მოიგე, უადგილოა. უდინეზე ცუდ ფორმაშია, მათ 20 გოლი გაუშვეს და მხოლოდ 14 გაიტანეს, გუნდმა თავი უნდა დახაროს და მუშაობა გააგრძელოს.

„სპალეტი ? ლუჩიანო დიდებული მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ, იუვენტუსმა სწორი არჩევანი გააკეთა. მას აქვს საჭირო ხარისხსი, გამოცდილება, შეუძლია გასახდელში სიტუაციის გაკონტროლება, მაგრამ იუვენტუსი მისგან სასწაულებს არ უნდა ელოდოს.

„ამ სეზონში გუნდს სკუდეტოსთვის ბრძოლა არ შეუძლია, მათ ყველა პოზიციაზე პრობლემები აქვთ. ოთხეული რეალური მიზანია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ იუვემ სეზონი მე-5, მე-6 ადგილზე დაასრულოს.

„ნაპოლი – იუვე ? ნაპოლის სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. დე ბრუინი, ლობოტკა, ანგისა, მათი ნახევარდაცვა ფაქტობრივად არ არსებობს და იუვენტუსმა ეს უნდა გამოიყენოს.

„რამდენად მნიშვნლეოვანია ჩემთვის ეს დაპირისპირება ? ნაპოლი და იუვენტუსი არიან გუნდები, რომლებიც ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან. მე კარგი სანახაობის მოლოდინში ვარ, მიმაჩნია, რომ ფავორიტი ნაპოლია.

„ილდისი ? ის შესანიშნავი ტალანტია, მაგრამ ამ მომენტისთვის კენანი შეუცვლელი ფიგურა არ არის. მას აქვს პოტენციალი, მომავალში ასეთი გახდეს, მაგრამ არა ახლა. არ ვფიქრობ, რომ ილდისი ამ მომენტისთვის არის ფეხბურთელი, ვისაც 5-6 მილიონის მოთხოვნა შეუძლია. მან პირველ რიგში უნდა დაამტკიცოს, რომ უმაღლეს დონეზე თამაში სტაბილურად შეუძლია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !