TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ ტუდორის სიტუაციის გამო ძალიან ვწუხვარ, ჩავიბარებ თუ არა იუვეს ?…“

ლუჩიანო სპალეტიმ ფრანჩესკო ტოტის მიერ გამართულ ივენთზე Sky Sport-თან იუვენტუსში შესაძლო მისვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„მზად ვარ თუ არა სამწვრთნელო საქმიანობის განახლებისთვის ? რა თქმა უნდა, მე ვარ ამბიციური, მოტივირებული და მინდა, იტალიის ნაკრებში ცუდი პერიოდის შემდეგ, უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას დავუბრუნდე. ჯერჯერობით არც ერთ იტალიურ გუნდთან საუბარი არ მქონია, მაგრამ მე მზად ვარ.

„იუვენტუსი ? ახლა იუვენტუსის შესახებ მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ტუდორის სიტუაციის გამო ძალიან ვწუხვარ. მე მას კარგად ვიცნობ, იგორი სერიოზული, პროფესიონალი და ძალიან კარგი ადამიანია. ის, ვინც იგორს იუვენტუსში ჩაანაცვლებს, იღბლიანი ადამიანი იქნება, ტუდორი კი ახალ გუნდს აუცილებლად იპოვნის, რადგან ის შესანიშნავი სპეციალისტია.

„შეუძლია თუ არა იუვენტუსს სკუდეტოს მოგება ? ახლა ჩვენ აქ სხვა მიზეზით ვართ შეკრებილები, ამიტომ ამ თემაზე სასაუბროდ სწორი ადამიანი არ ვარ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

291 views
error: დაცული კონტენტი !