TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი 3-წლიან კონტრაქტს ითხოვს

იუვენტუსსა და ლუჩიანო სპალეტის შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

მიკელე დე ბლაზისის ინფორმაციით, მხარეები ხელფასის თაობაზე უკვე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც იტალიელი სპეციალისტი სეზონში 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ახლა მოლაპარაკებები კონტრაქტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. იუვე ლუჩიანოს 8-თვიან კონტრაქტს სთავაზობს, გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში კი ხელშეკრულება კიდევ 1 წლით გახანგრძლივდება, სპალეტი კი ითხოვს, რომ სეზონის ოთხეულში დასრულების შემთხვევაში მისი კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაგრძელდეს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და არ არის გამორიცხული, ლუჩიანომ ტურინული გრანდი ოფიციალურად უახლოეს საათებში ჩაიბაროს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

243 views
error: დაცული კონტენტი !