TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი და მილანი ფეიენორდის მარჯვენა მცველის ტრანსფერით ინტერესდებიან

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი და იუვენტუსი ფეიენორდის მარჯვენა მცველის ლუტშარელ გერტუიდას ტრანსფერით ინტერესდებიან.

გასულ სეზონში დაცვის მარჯვენა ფლანგი ორივე გუნდისთვის დიდი პრობლემა იყო, რომლის გადაჭრას იტალიური გრანდები შესაბამისი ფეხბურთელის გაფორმებით ეცდებიან და მათი ერთ-ერთი სამიზნე 23 წლის უკანახაზელია.

ნიდერლანდელის მიმდინარე კონტრაქტი, რომელმაც გასულ სეზონში ერედივიზიაში ჩატარებულ 34 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, 2025 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ მისი გაყიდვა გუნდს საკმაოდ კარგ ფასად, დაახლოებით 15-20 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოუწევს.