ოფიცაილურად: მიკელე დი გრეგორიო იუვენტუსის ფეხბურთელია
იუვენტუსმა მონცადან მიკელე დი გრეგორიოს ტრანსფერი ოფიცაილურად დაადასტურა.
სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ბიანკონერის რიგებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, რაც გუნდს საერთო ჯამში 20 მილიონი ევრო დაუჯდება.
26 წლის კარის დარაჯმა ტურინულ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი გასამრჯელო სეზონში 2 მილიონი და ბონუსები იქნება.
Welcome to the ⚪️⚫️ family, Digre! 🐯
— JuventusFC 🇬🇧🇺🇸 (@juventusfcen) July 5, 2024