TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კინი ფიორენტინაში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის

მოიზე კინის ფიორენტინაში ტრანსფერი მომდევნო დღეებში ოფიციალურად დაიხურება.

SportItalia-ს ცნობით, იტალიელი ფორვარდი ფლორენციაში სამედიცინო შემოწმებას მომდევნო 48 საათში გაივლის და იებს ბონუსების ჩათვლით 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.

მოიზე ფიორენტინასთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ის გასამრჯელოს სახით 3 მილიონსა და ბონუსებს მიიღებს.