იუვენტუსსა და მარსელს შორის მოლაპარაკებები ჩაშლის პირას არის
იუვენტუსი და მარსელი ტიმოთი ვეას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება.
ფრანგები ამერიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 14-15 მილიონ ევროს იხდიან, იუვენტუსი კი თავის მხრივ 20 მილიონს ითხოვს და ჯერჯერობით დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და თუ იუვენტუსმა მოთხოვნილი თანხა არ შეამცირა, მარსელი ვეას ალტერნატივებზე გადაერთვება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                