TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსი არა ერთ-ერთი, არამედ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა

ჯოვანი ალბანეზეს, ალფრედო პედულასა და სხვა გავლენიანი წყაროების ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტეუნ კოპმეინერსის გაფორმებას ნებისმიერ ფასად გეგმავს.

წყაროების ცნობით, ნიდერლანდელი ფეხბურთელი ტიაგო მოტას მთავარი სატრანსფერო მოთხოვნა იყო და ჯუნტოლი იტალო-ბრაზილიელი სპეციალისტის სურვილის დაკმაყოფილებას გეგმავს.

იუვენტუსი უახლოეს პერიოდში ლა დეას გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს და ტრანსფერის უმოკლეს დროში დახურვას ეცდება.