TuttoJuve

Juve per sempre sarà

გონსალესი არაბეთში ტრანსფერთან ახლოს არის

SportMediaset-ის ინფორმაციით, ნიკო გონსალესის ტურინული თავგადასავალი დასასრულს უახლოვდება.

უსახური სადებიუტო სეზონის შემდეგ, არგენტინელი ფეხბურთელი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ ის გუნდს მომდევნო კვირებში დატოვებს.

გამოცემის ინფორმაციით, გონსალესის ტრანსფერზე რამდენიმე არაბული გუნდი მუშაობს. მათთვის იუვეს მიერ მოთხოვნილი 30 მილიონის გადახდა პრობლემა არ იქნება, ამიტომ ფეხბურთელის თანხმობის შემთხვევაში, ტრანსფერი მალევე დაიხურება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

63 views
error: დაცული კონტენტი !