TuttoJuve

Juve per sempre sarà

მატუიდი:“ კომოლი თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალია“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ბლეიზ მატუიდიმ დამიენ კომოლის თაობაზე ისაუბრა.

„კომოლი იუვენტუსში ? მე მას ჯერ კიდევ საინტ-ეტიენში ყოფნის დროიდან მოყოლებული ვიცნობ, ის თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალია, ის ფეხბურთით ცხოვრობს და სუნთქავს.

„მას აქვს შესანიშნავი ხედვა, იცის რა ბერკეტები რა მომენტში გამოიყენოს, ამიტომ მჯერა, რომ ის იუვენტუსში შესანიშნავად იმუშავებს.

„ალეგრი ? ის არა მხოლოდ დიდებული მწვრთნელი, არამედ შესანიშნავი ადამიანია. ის გუნდს როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში შესანიშნავად უძღვებოდა.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

67 views
error: დაცული კონტენტი !