TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე სიტის მცველის მიმართ ინტერესს არ კარგავს

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერ სიტის მცველის იან კოუტოს მიმართ ინტერესს არ კარგავს.

ტურინული გრანდი დაცვის გაძლეირებაზე მუშაობას აგრძელებს და მარჯვენა ფლანგზე მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ბრაზილიელი ტალანტია, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით ჟირონაში გაატარა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

სიტი 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს, იუვენტუსი კი ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას ეცდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.