TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ალბანელი მცველის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა

იუვენტუსის რიგები ალექს სანდრომ ოფიციალურად დატოვა და გუნდი მატია დე შილიოს გაშვებასაც გეგმავს, ამიტომ კრისტიანო ჯუნტოლის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მინიმუმ ერთი მარცხენა მცველის გაფორმება მოუწევს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ბიანკონერის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მოსკოვის ლოკომოტივის ალბანელი ფეხბურთელი მარიო მიტაი გახლავთ.

წყაროს ცნობით, რუსები 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელსაც თამაში როგორც ფლანგზე, ასევე ცენტრალურ ზონაში შეუძლია, 12 მილიონ ევროს ითხოვენ.

69 views
error: დაცული კონტენტი !