TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე არჩევნას კონსეისაუსა და სანჩოს შორის გააკეთებს

დამიენ კომოლი გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს და გუნდის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მარჯვენა ვინგერის პოზიციაა.

ტურინული გრანდი პორტუსთან შიკო კონსეისაუს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე დიდი ხანია აწარმოებს, თუმცა მხარეები ვერ თანხმდებიან.

პორტუ ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ მის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის – 30 მილიონის გადახდას ითხოვს, ტურინულ გრანდს კი მისი გაფორმება ბონუსების ჩათვლით 25 მილიონად სურს.

კონსეისაუს ალტერნატივაა ჯეიდონ სანჩო და თუ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება მოხერხდა, ბიანკონერი დიდი ალბათობით კონსეისაუს შენარჩუნებას ინგლისელის გაფორმებას ამჯობინებს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !