TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე კოპმეინერსის ტრანსფერის დახურვას 50 მილიონის ფარგლებში ეცდება

ტეუნ კოპმეინერსი იუვენტუსის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება და კრისტიანო ჯუნტოლი უახლოეს პერიოდში ლა დეას გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს.

ტურინული გრანდის პირველი შეთავაზება ბერგამოელებისთვის ბონუსების ჩათვლით 45 მილიონი ევრო იყო, რაზეც ბიანკონერიმ უარი მიიღო და ჯუნტოლი წინადადების 50 მილიონ ევრომდე გაზრდას გეგმავს.

ატალანტა ნიდერლანდელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა თავად კოპმეიენრსის სურვილმა, ვისთანაც იუვენტუსს პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს, შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.