იუვენტუსი და სანჩო პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმდნენ
იტალიური მედიის ცნობით, ჯეიდონ სანჩო იუვენტუსში ტრანსფერთან ახლოს არის.
SportItalia-ს ცნობით, ტურინულმა გრანდმა ინგლისელს 3-წლიანი კონტრაქტი და სეზონში გასამრჯელოს სახით 5.5 მილიონი ევრო შესთავაზა, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
წყაროს ცნობით, სანჩოს ტრანსფერზე ფენერბაჰჩეც მუშაობს, თურქები სანჩოს წლიურად 10 მილიონს სთავაზობენ, თუმცა ინგლისელის პრიორიტეტი იუვენტუსში თამაშია.
მოლაპარაკებები გრძელდება მანჩესტერთანაც, წითელი ეშმაკები სანჩოს დაახლოებით 25 მილიონად გაშვების წინააღმდეგები არ არიან.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)