გატის ტრანსფერით ნიუკასლი და ტოტენჰემიც დაინტერესდნენ
ბრიტანული გამოცემა CaughtOffside-ს ინფორმაციით, ფედერიკო გატის ტრანსფერით ნიუკასლი და ტოტენჰემი ინტერესდებიან.
იტალიელი ფეხბურთელი აქამდე ნაპოლის, ასტონ ვილას, ვესტ ჰემსა და ნოტინგჰემსაც დაუკავშირეს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი იტალიელი ფეხბურთელის გაყიდვაზე უარს არ იტყვის, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე 35 მილიონ ევროს გადაიხდის.
