TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოჯი:“ გრავინამ იტალიის ნაკრების წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ იტალიის ნაკრების პრობლემებში FIGC-ს პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა დაადანაშაულა.

„აძურის წარუმატებლობაში ყველა ლუჩიანო სპალეტის ადანაშაულებს, მაგრამ რეალურად ყველაზე დიდი დამნაშავე იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინაა.

„ის ჩვენი ფეხბურთის ინტერესის დაცვას ვერ ახერხებს, სერია ა-ში ფეხბურთელების უმეტესობა უცხოელია, რაც ჩვენი ტალანტების განვითარების შესაძლებლობას ამცირებს. ჩვენ უნდა მივიღოთ წესი, რომლის მიხედვითაც გუნდებს მაქსიმუმ 5 უცხოელი ფეხბურთელის გაფორმება შეეძლებათ.

„გრავინამ იტალიურ ფეხბურთში არსებულ სიტუაციაზე, განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და დაკავებული თანამდებობა დატოვოს, თუმცა მისგან ამას არ ველოდები.“