TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილანსა და რაბიოს შორის მოლაპარაკებები სერიოზულ სახეს იღებს…

ადრიენ რაბიო უკვე ოფიციალურად თავისუფალი აგენტია და მისი გაფორმება ნებისმიერ გუნდს სრულიად უფასოდ შეუძლია.

იტალიელი ჟურნალისტის ანდრეა ლონგონის ინფორმაციით, რაბიოს გაფორმებაზე ერთ-ერთ ყველაზე აქტიური გუნდი მილანია, სადაც მისი ხილვა როსონერის დირექტორს ჯოფრი მონკადას სურს.

წყაროს ცნობით, მილანსა და ფეხბურთელის აგენტს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მაისში დაიწყო და მხარეებმა არაერთი პოზიტიური შეხვედრა გამართეს.

როსონერი რაბიოს მონაკოს ნახევარმცველის იუსუფ ფოფანას ალტერნატივად მოიაზრებს, ვისი გაფორმებაც გუნდს 25 მილიონი ევრო დაუჯდება.