TuttoJuve

Juve per sempre sarà

ოსიმენი იუვეს სამიზნე აღარაა, კომოლის 3 პრიორიტეტი შერჩეული ჰყავს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას აღარ აპირებს.

წყაროს ცნობით, ოსიმენი კრისტიანო ჯუნტოლის სამიზნე იყო და მისი გუნდიდან წასვლის ფონზე, ტურინული გრანდის ახალ ხელმძღვანელობას სხვა სამიზნებეი ჰყავს.

გამოცემის ინფორმაციით, დამიენ კომოლი ვიქტორ გიოკერეშის, მატეო რეტეგისა და რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერებზე გეგმავს მუშაობას.

58 views
error: დაცული კონტენტი !