5 ფორვარდი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსს შეტევის გასაძლიერებლად 5 პოტენციური კანდიდატი შერჩეული ჰყავს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ვიქტორ გიოკერეშის, ლორენცო ლუკას, ჯონათან დევიდის, დარვინ ნუნიესისა და გონსალო რამოსის ტრანსფერებით ინტერესდება.
გამოცემის ინფორმაციით, თუ იუვენტუსმა პსჟ-სთან კოლო მუანის 1-წლიანი იჯარის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, ტურინული გრანდი სიიდან 2 ფეხბურთელის დამატებას ეცდება.