იუვეს შეტევის გასაძლიერებლად 4 ფეხბურთელი შერჩეული ჰყავს
ზაფხულში იუვენტუსის შეტევაში სერიოზული ცვლილებები იგეგმება და კრისტიანო ჯუნტოლის პოტენციური სამიზნეები უკვე შერჩეული ჰყავს.
ტურინული გრანდის რიგებს დიდი ალბათობით მილიკი, ვლაჰოვიჩი და კოლო-მუანი დატოვებენ, ამიტომ ბიანკონერის მინიმუმ 2 ფორვარდის გაფორმება მოუწევს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ვიქტორ ოსიმენის, ადემოლა ლუკმანის, რასმუს ჰოილუნდისა და ჯონათან დევიდის მიმართ იჩენს ინტერესს.