11 ფეხბურთელი, რომელთა გაშვებას იუვენტუსი გეგმავს
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულში გუნდიდან მინიმუმ 11 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს.
წყაროს ცნობით, ლუჩიანო სპალეტი დი გრეგორიოსა და პერინის დუეტიდან ერთ-ერთის გაყიდვას და სანაცვლოდ ალისონის გაფორმებას ითხოვს.
ამის გარდა, ჩამოთვლილი ფეხბურთელების გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება: ემილ ჰოლმი, გატი, კაბალი, კამბიაზო, მირეტი, აჯიჩი, ოპენდა, კოსტიჩი, მილიკი.
მათ სანაცვლოდ მიღებული თანხა სრულიად სატრანსფერო ბიუჯეტს დაემატება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
