100 მილიონი იუვენტუსს, 10 მილიონი ილდისს, ჩელსი კენანის ტრანსფერზე მუშაობს
იტალიური მედიის ინფორმაციით, ჩელსი კენან ილდისის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ლონდონური გუნდი მზად არის, იუვენტუსს ილდისის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შეთავაზოს, ხოლო კენანს წლიური ხელფასის სახით 10 მილიონს პირდება.
იუვენტუსი თავის მხრივ ილდისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს და თურქი ფეხბურთელის გაყიდვა ამ მომენტისთვის არც კი განიხილება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
