სპალეტი:“ ამბიციები ? მე თავიდანვე ვიცოდი, რომ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს“
ლუჩიანო სპალეტიმ კრემონეზესთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„არის თუ არა ახლა ჩვენი ამბიციები უფრო სერიოზული ? ჩემი უპირველესი ამოცანა და ამბიცია იყო ის, რომ ფეხბურთელებისთვის მეჩვენებინა, თუ რამდენად დიდი პოტენციალი აქვთ მათ. მე მათ თამაშებს ვუყურებდი ტელევიზორში, გარკვეული დროით ვიყავი მათი მეტოქე და კარგად ვიცოდი, თუ რამდენად მეტი შეეძლოთ მათ.
„რა თქმა უნდა, წინასწარ გარანტირებული არაფერი გაქვს და მხოლოდ პოტენციალით წინ ვერ წახვალ, მაგრამ გამიმართლა, რადგან აქ ძალიან მოტივირებული, პროფესიონალი, ინტელიგენტი ფეხბურთელები დამხვდნენ, ეს ყველაფერი კი უდიდეს სხვაობას ქმნის და საქმეს გაცილებით ამარტივებს. ბიჭებს ესმით, რომ ისინი იუვენტუსის ფეხბურთელები არიან, ამ სტატუსს კი შესაბამისი პასუხისმგებლობა მოაქვს.
„მაკკენი ? მან შეხვედრა არც თუ ისე კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ უკეთ თამაში მართებდა. უესტონი არის თანამედროვე სტილის ფეხბურთელი, მან იცის, როგორ იყოს გამოსადეგი გუნდისთვის ნებისმიერ პოზიციაზე, მას შესანიშნავად გამოსდის დუელების მოგება, იცის როგორ შეუტიოს, როგორ დაიცვას. მას გარკვეულ მომენტებში სწორი გადაწყვეტილების პოვნა უჭირს, მაგრამ ამ ნაკლს თავისი შეუპოვრობითა და დაუღალავი შრომით ფარავს. მისთვის ახალ პოზიციაზე თამაში არა უხერხულობა, არამედ ახალი გამოწვევაა, მაგრამ მაკკენი მე არ აღმომიჩენია, მისი შესანიშნავი მახასიათებლები უკვე დიდი ხანია ცნობილია.
„ღიმილი დევიდის სახეზე ? ჯონათანი არის ფეხბურთელი, რომელმაც თავისი საქმე იდეალურად იცის, ის ძალიან ტექნიკურია, შესანიშნავ გადაწყვეტილებებს იღებს, წნეხის დროს თამაში ძალიან კარგად გამოსდის, ის შესანიშნავი ბიჭი და ფეხბურთელია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
