ნაპოლის ოსიმენის იუვენტუსში გაშვება მოუწევს…
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლის დიდი ალბათობით ვიქტორ ოსიმენის იუვენტუსში გაშვება მოუწევს.
წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისს ოსიმენის ტურინში გაშვება არ სურს და მისი იტალიის საზღვრებს გარეთ გაყიდვის იმედი აქვს, მაგრამ პრობლემა ნიგერიელი ფორვარდის კონტრაქტია.
ოსიმენის მიმდინარე ხელშეკრულება ნაპოლისთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ პარტენოპეის მისი გაყიდვა მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელს უფასოდ დაკარგავს.
წყაროს ცნობით, ოსიმენს მსურველები მრავლად ჰყავს, თუმცა ფეხბურთელს იუვენტუსში თამაში სურს, ამიტომ ნაპოლის ტურინულ გრანდთან საერთო ენის გამონახვა მოუწევს.