მოჯი:“ სპალეტი იუვენტუსისგან გარანტიებს ელოდება“
ლუჩიანო მოჯიმ იუვენტუსში ლუჩიანო სპალეტის შესაძლო დარჩენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„სპალეტის ახალი კონტრაქტი ? ლუჩიანომ იუვნეტუსისგან ხანმოკლე კონტრაქტი მიიღო, რაც იმის ნიშანია, რომ ის ტურინში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ხანგრძლივი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ის კონკრეტულ გარანტიებს მოითხოვს.
„სპალეტი არ არის ის მწვრთნელი, რომელიც მესამე და მეოთხე ადგილისთვის ბრძოლას დათანხმდება, მას სჭირდება გარანტიები, რომ გუნდი სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურებს, შემადგენობას გააძლიერებს და ტიტულისთვის იბრძოლებს.
„რა სჭირდება ამ იუვეს ? გუნდს ნახევარმცველი სჭირდება. იუვეს გარკვეული პრობლემები შეტევაშიც აქვს, მაგრამ გუნდში სწრაფი ფორვარდები არიან და კონტრ-შეტევებზე თამაში შეუძლიათ, თუმცა როდესაც სიტუაცია კომბინაციას მოითხოვს, ამ დროს იუვენტუსს უჭირს.
„ილდისი, როგორც დელ პიერო ? კენანი დიდებული ფეხბურთელია და მან ეს უკვე დაამტკიცა, თუმცა მისი დელ პიეროსთან შედარება რთულია. ალექსი როგორც საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი, ასევე საუკეთესო ფორვარდი იყო, ის სრულყოფილი ფეხბურთელი გახლდათ და თამაშობდა იქ, სადაც გუნდს სჭირდებოდა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
