კამბიაზო:“ მე იუვენტუსში დარჩენა მინდა, მოტა ? რაღაცამ არ იმუშავა…“
იუვენტუსის ფეხბურთელმა ანდრეა კამბიაზომ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„მსოფლიო ჩემპიონატი ? ეს ჩვენი შესაძლებლობების წარმოჩენის ძალიან კარგი საშუალებაა. შტატებში გამოფრენამდე ჩვენ ჯონ ელკანი გვესაუბრა და გაგვახსენა, თუ რას ნიშნავს იუვენტუსი, რამდენად დიდი პრივილეგიაა აქ ყოფნა. ჩვენ ამ ტურნირს მომზადებულები ვხვდებით და გამარჯვებისთვის ბრძოლას ვაპირებთ.
„ტუდორი ? იგორმა გუნდი ძალიან რთულ პერიოდში ჩაიბარა და ამის მიუხედავად იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. მან იუვენტუსში დარჩენა დაიმსახურა. ახლა ჩვენ ტუდორთან მუშაობისა და მისი იდეების განხორციელებისთვის უფრო მეტი დრო გვაქვს.
„თითოეული ჩვენგანი ბედნიერია, რომ ტუდორი გუნდში დარჩა. ჩვენ გამარჯვების იდეით შებყრობილები უნდა ვიყოთ, სწორედ ეს არის იუვენტუსის გზა.
„ჩემი მომავალი ? მე გუნდის დატოვება არასოდეს მითხოვია, იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ, ვგრძნობ მწვრთნელისა და თანაგუნდელების ნდობას და მინდა, ტიტულებისთვის ვიბრძოლო.
„მოტა ? ვწუხვარ, რომ მოვლენები ასე განვითარდა. ის კარგი მწვრთნელია, მაგრამ რაღაცამ არ იმუშავა, ამაზე შედეგებიც მეტყველებს.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)