TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ტომიასუს ტრანსფერით ინტერესდება

დანიელე ლონგოს ინფორმაციით, იუვენტუსი არსენალის უკანახაზელის ტაკეჰირო ტომიასუს ტრანსფერით ინტერესდება.

25 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი მეთოფეებთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და ის მიკელ არტეტას გეგმებში არ შედის, ამიტომ ინგლისელები იაპონელის სეზონის ბოლოს გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

არსენალი ტომიასუს სანაცვლოდ, ვისაც თამაში როგორც მარჯვენა ფლანგზე, ასევე ცენტრში შეეძლება, დაახლოებით 20-25 მილიონს ევროს ითხოვს.