სიტი კამბიაზოს თაობაზე პირველი წინადადებით იუვენტუსს დღეს მიმართავს
იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსი მანჩესტერ სიტისგან ანდრეა კამბიაზოს თაობაზე პირველ წინადადებას დღეს მიიღებს.
SportItalia-ს ცნობით, ქალაქელები იუვენტუსს იტალიელი უკანახაზელის სანაცვლოდ 60-65 მილიონ ევროს შესთავაზებენ, რაზეც დიდი ალბათობით უარს მიიღებენ.
იუვენტუსს კამბიაზოს გაყიდვა არ სურს, ამიტომ 75 მილიონზე ნაკლებ წინადადებას არც კი განიხილავს.